|
2025-01-19 13:54:13, 561 ნახვა
მსოფლიო
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა
ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამას შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თითქმის 3 საათის დაგვიანებით ამოქმედდა. თავდაპირველად შეთანხმების ამოქმედება ადგილობრივი დროით 8:30 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ჰამასმა დათქმულ დროზე არ დაასახელა იმ 3 ისრაელელი მძევლის ვინაობა, რომელთა გათავისუფლებასაც დღეს აპირებდნენ. მანამდე ისრაელს გამოცხადებული ჰქონდა, რომ 3 მძევლის დასახელებამდე ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტდნენ. შედეგად, ცეცხლის შეთანხმება ღაზაში ადგილობრივი დროით 11:15 საათზე ამოქმედა, მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 3 მძევლის ვინაობა დაასახელა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შესახებ ჰამასისგან მძევლების სახელები და გვარების მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოაცხადა. ისრაელურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძევლები, რომლებიც დღეს გათავისუფლდებიან, არიან: 31 წლის დორონ სტეინბრექერი, 28 წლის ემილი დამარი და 24 წლის რომი გონენი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)