|
2025-01-19 10:26:50, 531 ნახვა
მსოფლიო
„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა
„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა. პლატფორმა აღარ იძებნება Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მარკეტებში. „ტიკ ტოკმა“, რომელსაც ჩინური კომპანია ByteDance-ი ფლობს, მომხმარებლებს შეატყობინა – „აშშ-ში მიღებულია კანონი „ტიკტოკის“ აკრძალვის შესახებ. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ ამჟამად ვერ შეძლებთ „ტიკ ტოკის“ გამოყენებას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, იმუშაოს ჩვენთან ერთად „ტიკ ტოკის“ აღდგენის გადაწყვეტილებაზე თანამდებობის დაკავების შემდეგ. გთხოვთ, დაელოდოთ განახლებებს“,- აღნიშნულია „ტიკ ტოკის“ განცხადებაში, რომელსაც ჩინური კომპანია ByteDance-ი ფლობს. ByteDance-ის სხვა აპლიკაციებიც, მათ შორის ვიდეოს დამუშავების აპლიკაცია Capcut და სოციალური აპლიკაცია Lemon8 გააუქმა და აღარ არის ხელმისაწვდომი აშშ-ის აპლიკაციების მარკეტში. ცნობისთვის, კანონი აპლიკაციის მფლობელ ჩინურ კომპანიას ავალდებულებს, ან გაყიდოს იგი, ან 19 იანვრიდან დაექვემდებაროს აპლიკაციის აშშ-ში აკრძალვას. მანამდე, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას, რომ კანონი, რომელიც კონგრესმა შარშან დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა, არ არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას სიტყვის თავისუფლების შესახებ. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, დიდი ალბათობით, „ტიკ ტოკის“ აკრძალვას 90 დღით გადაავადებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)