|
2025-01-18 13:52:48, 852 ნახვა
ეკონომიკა
თემურ ჭყონია - თითქოს ყველაფერი კარგად იქნება და განცხადებები, რომ ვისაც კანონები და წესები არ მოგწონთ, წადით ქვეყნიდან, ძალიან შეურაცხმყოფელია
თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის, ეკონომისტებისა და ფინანსისტების შეხვედრა მიმდინარეობას სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, სადაც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ და ასევე, განიხილავენ სიტუაციის გავლენას ეკონომიკაზე. „გაუგებრობაში ვართ, იზოლაციის დიდი რისკია და თითქმის, ვართ კიდევაც [იზოლირებულები]. ის განცხადებები, როცა საუბრობენ, თითქოს ყველაფერი კარგად იქნება და განცხადებები, რომ ვისაც კანონები და წესები არ მოგწონთ, წადით ქვეყნიდან, ძალიან შეურცხმყოფელია, რადგან, მერწმუნეთ, რომ ჩვენზე დგას ეს ქვეყანა. როცა სახელმწიფო საუბრობს, რომ ეკონომიკის ზრდა არის 6 პროცენტი და პარლამენტი ტაშს უკრავს, უნდა გადმოიხედოს ჩვენკენაც. ვინ აკეთებს 6%იან გზას. ვისი ბექგრაუნდიდთ საუბრობენ, რომ მომავალი წელი ამდენი წარმატება გვექნება? ჩვენით მეგობრებო. პარლამენტი ხელფასებს იმატებს და ჩემთვის გაურკვეველია, რა ფორმულით და რატომ მოიმატეს. ჩვენ ხარჯზე — ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში. დღევანდელი მონაცემებით, ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადაწყვეტის ფორმულა“, — განაცხადა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)