23:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 16:02:58, 573 ნახვა

საზოგადოება
შილდას საზოგადოებრივ ცენტრში პროექტი „სამართლის სკოლა“ ჩატარდა

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" საზოგადოებრივ ცენტრებში ახალგაზრდულ პროექტებს განაგრძობს.

ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგი „სამართლის სკოლა“ დღეს შილდას საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა. „სამართლის სკოლის"  მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. სესიას ადგილობრივი სკოლის 14-დან 18 წლამდე ასაკის  30 მოსწავლე დაესწრო.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს  „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების" მიერ გამოცემული სამართლებრივი შინაარსის წიგნი - „სამართლის ქალაქი" გადაეცა. ტრენინგის ძირითადი დრო ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სამართლის არსსა და მის დარგებს, ასევე დანაშაულსა და მის პრევენციას  დაეთმო. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics