06:46 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 15:49:35, 385 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება

 „პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება და ადამიანებს  ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ გარემოში“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ მოსამართლეების შეკრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

 „ძალიან ცუდია და კატეგორიულად მიუღებელი ის ფაშიზმი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მაგრამ  პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება და ადამიანებს  ექნებათ იმის შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ გარემოში. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული  მოსაზრება,  განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, მაგრამ ამის გამო ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯონ და მიაყენონ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ის, რაც ვნახეთ თუნდაც გუშინ, რასაც ვუყურეთ წინა დღეებში, არის ჩვეულებრივი ფაშიზმის  გამოვლინება.  არ იფიქროთ, რომ ეს მარტო საქართველოში ხდება. ევროპულ ქვეყნებშიც ამ ტიპის  ვითარებაა და ეს ფაშიზმი ყველგან დამთავრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics