00:18 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-11 14:55:18, 576 ნახვა

მსოფლიო
ჯო უილსონი - მჯერა, რომ სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ გაძლიერდება

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების,“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არა მხოლოდ ძალაში დარჩება, არამედ კიდევ უფრო გამკაცრდება.

„ვფიქრობ, სანქციები გაძლიერდება, როგორც ეს ირანის შემთხვევაში ხდება – მაქსიმალური წნეხის პრინციპით. მჯერა, რომ ეს აუცილებელია,“ – განაცხადა უილსონმა.

კონგრესმენის თქმით, ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალებს. „სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მარკო რუბიოს დანიშვნა ამის ნათელი მაგალითია. მისი ოჯახი საბჭოთა იმპერიას კუბიდან გაექცა, ამიტომ ის კარგად იცნობს ტოტალიტარულ რეჟიმებს. რუბიო თავისუფლებისა და დემოკრატიის ნამდვილი ჩემპიონია,“ – აღნიშნა უილსონმა.

უილსონმა ასევე ხაზი გაუსვა მაიკ უოლცისა და ელის სტეფანიკის როლს საერთაშორისო ურთიერთობებში. „მაიკ უოლცი, როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, და ელის სტეფანიკი, გაეროს ელჩი, ამერიკის დემოკრატიულ ღირებულებებს დაიცავენ. ეს დანიშვნები მიანიშნებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი რეიგანის ტრადიციებს მიჰყვება – მშვიდობა სიძლიერით.“

კონგრესმენმა საქართველოს მომავალს წარმატება და თავისუფლება უსურვა,  „მინდა, საქართველო წინსვლას და დემოკრატიულ განვითარებას განაგრძობდეს. ამერიკა საქართველოს გვერდით დგას.“





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics