04:03 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 15:39:49, 1062 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ძალების შეტევები კურსკის ოლქში – მექანიზირებული შეტევები და ახალი პოზიციების დაკავება

უკრაინულმა ძალებმა, ЗСУ-მ, კურსკის ოლქში წარმატებით განახორციელეს რამდენიმე შეტევა.

განახლებული ინფორმაციით, უკრაინული ძალები მექანიზირებული შეტევებით მოქმედებენ, მათ შორის სატანკო ტექნიკის გამოყენებით. მათ გააქტიურებული შეტევა განახორციელეს ლეონიდოვოს რაიონში, რამაც გამოიწვია შეტაკებები პუშკარნოსთან და სუჯის აღმოსავლეთით.

რუსული მედიის ინფორმაციით, სუჯში კვლავ აღინიშნა აქტიურობა, რაც შესაძლოა აღნიშნავდეს შეტევის გაგრძელებას. თუმცა, რუსული ვოენკორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა მცირე წინსვლა მოახდინეს მახნივკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და კურილივკისკენ.

ISW-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინული ძალები იყენებენ სამიზნე სროლებს რუსეთის უკანა რაიონების დაბლოკვისთვის და რადიოსელექციური საშუალებების გამოყენებით აფერხებენ რუსული დრონების მოქმედებას, რაც მხარდაჭერას უწევს უკრაინული მექანიზირებული ქვედანაყოფების შეტევას.

კურსკში ბრძოლები კვლავ ინტენსიურ ფაზაშია. გენერალური შტაბის ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, კურსკში უკვე 42 შეტაკებაა დაფიქსირებული, რომელთაგან 12 აქტიურად მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics