|
2025-01-06 13:11:07, 484 ნახვა
სამართალი
ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს პატიმრობა შეუფარდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 26 დეკემბერს უკანონოდ დაკავებულ ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ალექსი მამულია გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმია. უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია 30 დეკემბერს გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე „დეზერტირის დასახმარებლად გადავიდნენ“. მათი მტკიცებით, რუსეთის მოქალაქე, გვარად მამარდაშვილი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ცდილობდა, რაშიც მამულია და ჯაფიაშვილი ეხმარებოდნენ. ამავე განცხადებით მიხედვით, მამარდაშვილი რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა. სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო დაკავებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია 26 დეკემბერს გაავრცელა. 26-ში გავრცელებული განცხადებით მიხედვით, ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)