02:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-26 08:57:51, 45955 ნახვა

სპეციალური ანონსი
თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მარში გაიმართება

დღეს, 26 დეკემბერს თბილისში რამდენიმე მარში გაიმართება.

უწყვეტი პროტესტის 29-ე დღეს ხალხი ქუჩაში დღის სხვადასხვა მონაკვეთსა და სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბება.

გთავაზობთ საპროტესტო აქციების განრიგს:

13:00 საათი - გაფიცვა

16:00 საათი - მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების, შემოქმედებითი ინდუსტრიის მსვლელობა. ძველი სპორტის სასახლე

17:00 საათი - ვერ ჩაახშობ! - აუდიო პროფესიონალების ხმა საქართველოსთვის. ვაკის პარკი

18:00 საათი - ქართველი გერმანისტები ევროპული მომავლისთვის. თსუ-ის I კორპუსი

18:00 საათი - სომხური და აზერბაიჯანული მარშები. სომხების მარში - ავლაბრის მეტროდან პარლამენტამდე

აზერბაიჯანელების მარში - ჰეიდარ ალიევის პარკიდან (აბანოთუბანი) პარლამენტამდე

19:00 საათი - სპორტსმენები ძალადობის წინააღმდეგ! პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე

19:00 საათი - პირველი ექსპერიმენტული სკოლის მარში. თსუ-ის I კორპუსი

19:00 საათი - პირველი კლასიკური გიმნაზიის მარში. თსუ-ის I კორპუსი

19:00 საათი - მეექვსე სკოლელების მარში. ფილარმონიიდან პარლამენტამდე

19:00 საათი - ბათუმელების მსვლელობა თბილისში. ბუკიას ბაღი

19:00 საათი - ყოველდღიური აქცია პარლამენტთან

19:00 საათი - დღის ეთერი ხალხს! საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, კოსტავას 68

20:00 საათი - სასულიერო პირების შვილების მარში. ევროპის მოედანი

თბილისში საერთო აქცია 19:00 საათზე, პარლამენტთან დაიწყება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics