19:34 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 20:32:37, 399 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - შეიქმნება საბჭო, ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი - ახალი არჩევნების მომზადება

შეიქმნება საბჭო, ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი - ახალი არჩევნების მომზადება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არ დარჩა არცერთი სამართლებრივი, კონსტიტუციური გზა, დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნა.

"შეიქმნება ასევე საბჭო, რათა ვმართოთ ეს პერიოდი, ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი – ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება და ალბათ ხვალ იქნება მზად დოკუმენტი, რომელიც აღწერს იმ პირობებს, რომლებიც არის მინიმალური პირობები, რათა ძალიან მალე ჩატარდეს არჩევნები.

შემდეგ იქნება მუშაობა იმისთვის, რომ ყველა კუთხით, ყველა შესაძლო მიმართულებით, ყველამ ერთად მოვითხოვოთ, მოვამზადოთ და ჩვენ თვითონაც ვიყოთ მზად, რადგან ეს ახალი არჩევნები იქნება ნამდვილად ახალი არჩევნები. ალბათ გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, საზოგადოება უნდა იყოს მზად, მედია უნდა იყოს მზად.

ვიცი, რომ მედიას უჭირს, მაგრამ ალბათ მოიძებნება სხვადასხვა ფორმა, რომ გაძლიერდეს. აუცილებელია, არჩევნებისთვის მედია გაძლიერდეს და საინფორმაციო ველი არ იყოს ხელში ჩაგდებული. ეს არის ჩვენი შემდეგი ეტაპი, რომელშიც ყველანი ნამდვილად ერთად ვიქნებით",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics