|
2024-12-23 12:11:03, 537 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ არჩევნები თავიდან არის ჩასატარებელი
ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ არჩევნები თავიდან არის ჩასატარებელი. არ არსებობს არცერთი კომპონენტი, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს. ამიტომ, ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვუერთდებით,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუცია ერთადერთი ლეგიტიმური უწყებაა და მზად არიან, პრეზიდენტთან ერთად, არჩევნების დღესა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს.
შეგახსენებთ, გუშინ, 22 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ორბელიანების სასახლეში ელოდება, რათა მოიფიქრონ, როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული 29-მდე უნდა იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)