20:49 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-21 23:50:19, 512 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი კონგრესმენ უილსონს - მადლობა ქართველი ხალხის ამდენად ღირებულებითი მხარდაჭერისთვის

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენსა და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, ჯო უილსონს ახალი არჩევნების მხარდაჭერის მოთხოვნის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. -ამის შესახებ ზურაბიშვილი X-ზე წერს.

"მადლობა ამდენად ღირებულები მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხის მტკიცე ნებისა და სწრაფვისა, რომ მისი ევროატლანტიკური გზა ერთადერთი ცნობილი პოლიტიკური და დემოკრატიული გზით აღადგინოს: ახალი არჩევნებით!" - წერს ზურაბიშვილი. 

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში უილსონი წერს, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილია ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია.

"კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკური კრიზისის დროს, ის ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. მე მას ვეთანხმები - საქართველოს ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მას წარმოადგენს" წერს უილსონი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics