04:42 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-14 13:27:46, 1021 ნახვა

საზოგადოება
„ვისოლმა“ "სუბარუ ქლაბ ჯორჯიასთან" ერთად გუდაურში უპრეცენდენტო ავტო შეჯიბრი მოაწყო

საავტომობილო კლუბმა "სუბარუ ქლაბ ჯორჯია" “ვისოლ ჯგუფთან“ ერთად გუდაურში, თოვლიან საფარზე, უპრეცენდენტო ავტო შეჯიბრი მოაწყო.

ღონისძიება გუდაურის ყველაზე დიდ ავტოსადგომზე ჩატარდა, სადაც „სუბარუს“ მარკის 20 სარბოლო ავტომობილი თოვლში ექსტრემალური მანევრირებებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ექსტრემალურ წყვილთა რბოლაში პირველი ადგილი დავით ხაჩიძემ, მეორე ადგილი ზაქრო ნოზაძემ და მესამე ადგილი მალხაზ კობახიძემ მოიპოვა.

„სარბოლო ავტომობილებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსავლენად აუცილებელია უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავი, რომლის რეალიზაციასაც საქართველოში „ვისოლი“ “ეკოს“ პროდუქტების სახით საკუთრებაში არსეული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის საშუალებით ახდენს. ზამთრის სეზონზე კი უსაფრთხოებისა და უკეთესი მანევრირებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ავტომობილის საბურავების ხარისხიც. „ნოაკიანისა“ და „პირელის“ გამორჩეულად მაღალი ხარისხის საბურავები კი ექსკლუზიურად „ვიანორში“ იყდება, შესაბამისად, “ვისოლ ჯგუფი“ მოხარულია იყოს მხარდამჭერი საავტომობილო სივრცეში წლის ყველაზე ექსტრემალური ღონისძიებისა“, - აცხადებს „ვიანორის“ დირექტორი დავით წინწკალაძე. 

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ „გუდაურის განვითარების ფონდი“, სასტუმრო „მარკო პოლო“, სასტუმრო „ალპინა“ და კომპანია „ყაზბეგი“.

ცნობისთვის, "სუბარუ ქლაბ ჯორჯია" 2009 წელს დაარსდა და დღესდღეობით კლუბი უკვე  დაახლოებით 3000 წევრს აერთიანებს. "სუბარუ ქლაბ ჯორჯია" სპორტული გუნდებითაა წარმოდგენილი პროფესიულ ავტოსპორტში - წყვილთა რბოლასა და რალში და კლუბის გუნდები ორივე სახეობაში 2014 წლის საქართველოს ჩემპიონები არიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics