02:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 22:54:11, 450 ნახვა

პოლიტიკა
„უცებ მოვარდა ვიღაც და წამებში მოხდა ყველაფერი“ - გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა განხორციელდა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თავს დაესხნენ.

როგორც ვაშაძემ „TV პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, არსებობს თავდასხმის ვიდეოკადრები.

„ვსაუბრობდი და თავს დამესხა კონკრეტული პიროვნება. ვიდეოკადრებიც არის, დააფიქსირა აქ ხალხმა, ვინ არის ეს ადამიანი სახეზე. ყელში მირტყამდა... კობახიძესა და ივანიშვილს ვეუბნები, რომ აი, ამ ყველა „ტიტუშკას“ ბოლოს თქვენ წინააღმდეგ ექნება ჩვენება მიცემული ამ დანაშაულისთვის, რომელსაც თქვენ ჩადიხართ. უცებ მოვარდა ვიღაც და რაღაც წამებში მოხდა ეს ყველაფერი. მომეხმარნენ და გაიქცა შემდეგ ეს ადამიანი... ცივი იარაღიც ხელში მაქვს, რითაც თავდასხმა მოხდა“,- აცხადებს ვაშაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics