01:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-14 13:09:04, 755 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ პირებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებთან შეხვედრა გამართა.

გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება  იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომლის წინაშეც დღეს სასამართლო ხელისუფლება დგას.

„მე მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მობრძანდით და მონაწილეობა მიიღეთ ჩემი აზრით, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დემოკრატიულ პროცესში, რომელიც წარიმართა საქართველოში და სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნები, დემოკრატია არის ჩართულობა და მონაწილეობა საზოგადოებისა, მოქალაქეების, როდესაც ისინი აყალიბებენ თავიანთ აზრს და თავისი შეხედულებით გავლენას ახდენენ სახელისუფლებო ინსტიტუტებზე და თანამონაწილეობენ სახელისუფლებო გადაწყვეტილებებში და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, ის პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომლის მონაწილენიც თქვენ ხართ, ჩემი აზრით წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი საზოგადოების ჩართულობისა და დემოკრატიული გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. პრეზიდენტმა სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებასა და განვითარებასთან დაკავშირებით დასახელებული კანდიდატების მოსაზრებები მოისმინა.

შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე  დასახელებული 28 კანდიდატიდან 27 დაესწრო. დისკუსიაში მონაწილეობა ვერ მიიღო ანა დოლიძემ, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics