04:39 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-15 16:02:25, 379 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ჩვენ გვინდა, რომ აშშ-თან ურთიერთობა გახდეს ნამდვილად მეგობრული და პარტნიორული, რომელიც ორმხრივი იქნება

როგორც კი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას, რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მოცემულობა იქნება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასავლეთთან და აშშ-თან საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. 

კალაძის თქმით, როგორც კი ახალი ადმინისტრაცია ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას, ამის შემდეგ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მოცემულობა იქნება.

„რაც შეეხება ურთიერთობას დასავლეთთან და ზოგადად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც კი ახალი ადმინისტრაცია ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მოცემულობა და მდგომარეობა საქართველოსთან მიმართებითაც, როგორც აშშ-ის, ისე ევროპის  მხრიდან. ჩვენთვის მიუღებელია ის დამოკიდებულება და ურთიერთობები, რაც დღეს არის, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვინდა, რომ  გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები, კიდევ უფრო გაღრმავდეს, მეგობრული გახდეს, ნამდვილი მეგობრული და ნამდვილი პარტნიორული, რომელიც იქნება ორმხრივი და არა ცალმხრივი, მხოლოდ ერთ მხარეზე დაფუძნებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics