|
2016-03-01 21:25:53, 725 ნახვა
სამართალი
დაწესებულებაში აკრძალული საგნის შეტანის მცდელობის ფაქტზე დაწესებულების თანამშრომელი დააკავეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სისტემის თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის მცდელობის ფაქტი აღკვეთა. პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის შეტანის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია დაწესებულების თანამშრომელი გ.მ. მიმდინარე წლის 1 მარტს პენიტენციური დაწესებულების საამანათო განყოფილებაში, ამავე დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორ გ.მ-ს საკვების და პირადი ნივთების შემოწმებისას, რომლის შეტანასაც იგი დაწესებულებაში ცდილობდა, ზეწარში ფარულად გადამალული აკრძალული საგნები - სამი ცალი საშუალო ზომის დანა აღმოჩნდა. გ.მ-ს ბრალად ედება პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის შეტანის მცდელობა, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარების გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-378 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით. საქმეზე გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)