09:20 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 16:09:29, 579 ნახვა

პოლიტიკა
ხუციშვილი - 2025 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდე, სპორტის სამინისტროს - 298 მილიონ ლარზე მეტია

2025 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდე, სპორტის სამინისტროს - 298 მილიონ ლარზე მეტია,- ამის შესახებ ფინანსტა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცახადა.

მისი თქმით, მათ შორის, თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 147 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა კულტურული კონკურსების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 30 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კულტურის ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა 10-20 პროცენტის ფარგლებში;

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 62 მილიონ ლარამდე;

ინფრასტრუქტურის განვითარება - 50 მილიონი ლარი;

სახელოვნებო დაწესებულებების ხელშეწყობა - 9 მილიონ ლარზე მეტი;

სახელოვნებო სფეროში უმაღლესი განათლება - 20 მილიონ ლარზე მეტი;

სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 298 მილიონ ლარზე მეტით. თანხები მიიმართება შემდეგი მიმართულებებით:

მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 236 მილიონ ლარი;

სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები - 42 მილიონ ლარამდე, საიდანაც ფინანსდება საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება;

სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 10 მილიონი ლარი;

სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 5 მილიონ ლარზე მეტი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics