|
2016-03-01 15:48:08, 554 ნახვა
საზოგადოება
შსს: 2016 წლის თებერვალი 360 402 ვიზიტით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 23,9 %-ით მეტია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გასული თვის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, 2016 წლის თებერვლის თვე 360 402 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 23,9 %-ით მეტია. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ტურისტი - 120 215 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 19%); ტრანზიტი - 58 456 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 1,4%); სხვა - 181 731 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 50,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 37,4%). რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში 683 561 ვიზიტი განხორციელდა, რაც 13,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. 2016 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+41,9%), თურქეთიდან (+12,2%), სომხეთიდან (+7,5%), რუსეთიდან (+29,2%) და უკრაინიდან (+23,5%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 29%, 14%, 11% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (22%) და უზბეკეთი (44%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (26%) და მოლდოვა (31%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (24%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 480%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 13%-იანი ზრდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)