12:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 13:20:22, 473 ნახვა

პოლიტიკა
როთი - „ოცნება“ აწარმოებს ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ - ბუნდესტაგის უმრავლესობა მამაც ქართველ ხალხს მხარს უჭერს

„ოცნება“ აწარმოებს ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ - ბუნდესტაგის უმრავლესობა  მამაც ქართველ ხალხს მხარს უჭერს,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ სოციალურ ქსელ  X-ზე წერს.

როთის განცხადებით, „ძალადობრივმა რეჟიმმა გამოუშვა ავაზაკების დაუდგენელი ბანდები, რომლებიც იცავენ სამართალდამცველებს, იმ სამართალდამცველებს, რომლებიც თავს ესხმიან მომიტინგეებს, ჟურნალისტებსაც კი, რომლებიც პირდაპირ ეთერში მუშაობენ“.

"ბუნდესტაგის უმრავლესობა მხარს უჭერს მამაც ქართველ ხალხს, რომლებიც მშვიდობიანად გამოდიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპისთვის და ავტოკრატიის წინააღმდეგ. საქართველოში მმართველი პარტია აწარმოებს ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არღვევს კონსტიტუციას და მანიპულირებს არჩევნებით.

თბილისის ქუჩებში ყველაფერი კონტროლს მიღმა რჩება. ძალადობრივმა რეჟიმმა გამოუშვა ავაზაკების დაუდგენელი ბანდები, რომლებიც იცავენ სამართალდამცველებს, იმ სამართალდამცველებს, რომლებიც თავს ესხმიან მომიტინგეებს, ჟურნალისტებსაც კი, რომლებიც პირდაპირ ეთერში მუშაობენ. სად არის ევროკავშირი? ჩვენ არ უნდა ვაქციოთ ზურგი“,- წერს როთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics