15:08 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 13:07:58, 398 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - მდგომარეობა სულ უფრო გაუარესდება მანამ, სანამ ჩვენ არ მოვიგებთ

ეს ტერორი გაგრძელდება და სულ უფრო საშინელი იქნება, მდგომარეობა სულ უფრო გაუარესდება მანამ, სანამ ჩვენ არ მოვიგებთ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, საბოლოო ჯამში, ოპოზიცია და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.

„ეს ტერორი გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში - უნდა გვესმოდეს, რა ტიპის სისტემასა და რეჟიმთან გვაქვს საქმე. ეს ტერორი გაგრძელდება და სულ უფრო საშინელი იქნება, მდგომარეობა სულ უფრო გაუარესდება მანამ, სანამ ჩვენ არ მოვიგებთ. როგორც კი მოვიგებთ, მერე შეიცვლება ყველაფერი. მანამდე მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად“,- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics