|
2024-12-05 21:18:26, 428 ნახვა
პოლიტიკა
ოთხი ევროპარლამენტარი - საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას ვგმობთ
საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას ვგმობთ,- ამის შესახებ საერთო განცხადებას ოთხი ევროპარლამენტარი ავრცელებს. განცხადების ავტორები არიან: დევიდ მაკალისტერი (ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ნილს უშაკოვსი (ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე), სერგეი ლაგოდინსკი ("ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე) და რასა იუკნევიჩიენე (ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი). ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს „ქართული ოცნების“ ყველა იმ პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ, რომლებიც საარჩევნო დარღვევებსა და ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებლები არიან.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)