|
2016-03-01 12:04:37, 692 ნახვა
სამართალი
ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადიგენის მუნიციპალიტეტში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კდოექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით (ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით). ადამიანის უფლებების და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის თამთა მიქელაძის ინფორმაციით, ადიგენში ქრისტიანების ჯგუფი თავს დაესხა სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს. მისი თქმით, კოლექტიური თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო სამმა მუსლიმმა, მათ აღენიშნებათ დაზიანებები სახეზე და თავზე, მათ შორის, ერთ-ერთს გატეხილი აქვს თავი. EMC-ის ცნობით, ბოლო ორ წლის განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტში უკვე სამი რელიგიური დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლებაზე ამ მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ქრისტიანი სასულიერო პირების გავლენა განსაკუთრებით მაღალია. ადგილობრივი პოლიცია კი რეპრესიული და დისკრიმინაციული მუსლიმი თემის მიმართ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)