|
2016-03-01 11:37:00, 692 ნახვა
სამართალი
ქონების გადამალვის ფაქტზე, ათეულობით საწარმოს 13 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს მასშტაბით სამეწარმეო და ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა. კერძოდ, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სახელმწიფოს წინაშე არსებული მილიონობით ლარის საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგებით, ქონების გადამალვის ფაქტზე, ათეულობით საწარმოს 13 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. „გამოძებით დადგენილია, რომ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის მიერ, არსებული საგადასახადო ვალდებულებების და საგადასახადო კონტროლის ღონისძიების - ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, სისტემატურად ხდებოდა ახალი საწარმოების რეგისტრაცია მათი ოჯახის წევრებზე და სხვა მათთან დაკავშირებული პირების სახელზე. რის შემდეგადაც, დაჯარიმებული საწარმოების ხელმძღვანელები ახლადდაფუძნებული საწარმოებით აგრძელებდნენ იგივე ბიზნეს საქმიანობას და საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, საწარმოებზე მოჩვენებითი გარიგებით საქონლის გადაწერის გზით ახორციელებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვას, რითაც სახელმწიფოს მოუსპეს შესაძლებლობა ბიუჯეტში მიმართულიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხა. უკვე გამოვლენილია აღნიშნული გზით საწარმოების ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული 1 880 000 ლარის ოდენობის ზიანი. ინტენსიურად გრძელდება გამოძება სხვა საწარმოების ხელმძღვანელი პირების დადგენა-მხილების მიზნით, რომლებიც ანალოგიური სქემით აყენებენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტს”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების განცხადებაში. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)