22:03 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 11:03:01, 426 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - „ქართულ ოცნებას“ ხალხის წინააღმდეგ ომი აქვს გამოცხადებული

და მაინც გავიხსენოთ, რისთვის ხდება ეს ყველაფერი? ევროკავშირში მიგიღებთ - ოღონდ სასამართლო გაათავისუფლეთ, კორუფციას ებრძოლეთ და დეზინფორმაციით ნუ ჭყიპავთ საკუთარ მოსახლეობასო, და ამათ არაო, "ღირსებით", გაზით და ჭავლით უნდა ვიაროთო, ხალხზე უნდა ვინადიროთ და სახე დავულეწოთო, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში როგორცაა, ისეო!- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

ნაცვლიშვილის თქმით „ქართულ ოცნებას“ ხალხის წინააღმდეგ ომი აქვს გამოცხადებული.

„გუშინ გაზი რომ დაგვიშინეს, შუაგულში ვიდექი მეგობართან ერთად. პირველად უფრო იოლად გადავიტანე და მეორე დარტყმა მართლა საშინელება იყო. ახლაც ცუდად ვხდები რომ მახსენდება, ყველაფერი გეწვის და სხეულს ვერ აკონტროლებ, თვალში ვეღარ იყურები წვისგან, ვარაუდით მიდიხარ, საშინელი სპაზმი გეწყება და ფიქრობ, რომ არასოდეს გაივლის. მეგობარმა მიშველა, გამოვაღწიე.

ამ უბედურებაში რომ ხარ, ირგვლივ ყველა გეხვევა, თავადაც ცუდადაა, მაგრამ შენ გეხმარება, ზოგს ფიზიოლოგიური მოაქვს, ზოგი ხელსახოცს მოარბენინებს, ზოგი უბრალოდ მორბის და სანამ არ დარწმუნდება რომ კარგად ხარ, ფეხს არ იცვლის.

და მაინც გავიხსენოთ, რისთვის ხდება ეს ყველაფერი? ევროკავშირში მიგიღებთ - ოღონდ სასამართლო გაათავისუფლეთ, კორუფციას ებრძოლეთ და დეზინფორმაციით ნუ ჭყიპავთ საკუთარ მოსახლეობასო, და ამათ არაო, "ღირსებით", გაზით და ჭავლით უნდა ვიაროთო, ხალხზე უნდა ვინადიროთ და სახე დავულეწოთო, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში როგორცაა, ისეო!

ომი აქვთ გამოცხადებული ხალხის წინააღმდეგ“,- წერს ნაცვლიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics