00:18 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 22:12:07, 412 ნახვა

პოლიტიკა
„შეშფოთება გამოვთქვი საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო“ - ნაუსედა ზურაბიშვილს ესაუბრა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

როგორც ნაუსედა აღნიშნავს, მან სატელეფონო საუბრისას ღრმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას ეხება.

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის დროს, ღრმა შეშფოთება გამოვთქვი საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას ეხება.

ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და დემოკრატიულ პრინციპებს. საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. ქართველ ხალხს მხარს უჭერთ მათ ევროპულ გზაზე", - წერს ნაუსედა X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics