04:57 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-14 10:52:23, 3934 ნახვა

სამხედრო
საჩხერის სამთო მომზადების სკოლას დაარსებიდან 9 წელი შეუსრულდა

ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლას დაარსებიდან 9 წელი შეუსრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საიუბილეო ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.

დღესვე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზამთრის შუალედური  სამთო მომზადების კურსი ოფიციალურად დასრულდა. მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულების სერთიფიკატები გადასცეს და კარიერული წინსვლა უსურვეს.

ცნობისთვის, სწავლება ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ფარგლებში ჩატარდა. ზამთრის კურსი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 12 სამხედრო მოსამსახურემ  გაიარა. წვრთნები ორ ეტაპად ჩატარდა. მომავალმა ინსტრუქტორებმა მთაში თოვლიან რელიეფზე გადაადგილების ხერხები, დაბრკოლებების გადალახვის, დაზარალებულის დახმარებისა და ევაკუაციის ტექნიკა შეისწავლეს და თოვლში თავშესაფრის მოწყობის უნარ-ჩვეულებები გამოიმუშავეს. კურსის ერთ-ერთ მთავარ მიზანს მაღალმთიან რელიეფზე, რთულ კლიმატურ პირობებში, საშტატო იარაღებიდან სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენდა. სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ზედამხედველობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics