|
2024-11-30 19:34:11, 509 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - 29 ნოემბერს, აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 ადამიანი გადაიყვანეს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში 40 ადამიანი გადაიყვანეს. ჯანდაცვის უწყების ცნობით, მათგან აქციის 36 მონაწილე, მედიასაშუალების 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია. „არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების რეკომენდაციითა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება. გარდა ამისა, ადგილზე, პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ სხვა აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)