|
2024-11-29 15:40:18, 414 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩემი მოწოდებაა სამართალდამცავების მიმართ, რომ მოუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიას
ჩემი მოწოდებაა, ზოგადად, ყველა სამართალდამცავის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ძალიან სამწუხაროა, რომ შეკრების დაშლისას დაზიანდნენ მშვიდობიანი მომიტინგეები და ჟურნალისტები, რაც ორგანიზებული ძალადობის შედეგი იყო“.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება. კობახიძის აღნიშნული განცხადების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი და სხვა დიდი ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. თბილისში მოქალაქეები თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ოფისთან, შემდეგ კი, პარლამენტთან შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. თავდაპირველად, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის იყო როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მალევე, წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეების დაშლა დაიწყეს. დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები: ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, „TV პირველის“ ჟურნალისტი ანა მდივანი და ოპერატორი ნიკო კოკაია და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე 43 პირი დააკავა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)