|
2024-11-26 14:29:27, 414 ნახვა
საზოგადოება
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზა გაფართოვდა და საყრდენი კედელი მოეწყო
ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
პროექტს ასევე გაეცნენ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე. გზის გაფართოების მიზნით, აშენდა რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი, ასევე, მოეწყო ტროტუარი, სანიაღვრე ქსელი და გარე განათების ქსელი LED სანათებით; ნიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები; გზის სავალ ნაწილზე შეიცვალა და დაიხაზა ასფალტის საფარი. აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 300 000 ლარით დაფინანსდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)