|
2024-11-26 14:21:29, 359 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - ფართოვდება საპატრულო პოლიციის მოქმედების არეალი, ავტოპარკი და აღჭურვილობა სრულად განახლდა
აქტიურად მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის რეფორმა. ფართოვდება საპატრულო პოლიციის მოქმედების არეალი, სრულად განახლდა ავტოპარკი და აღჭურვილობა. საპატრულო პოლიციის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი გრძელდება ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამინისტრომ არაერთი რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა. ვახტანგ გომელაურის თქმით, მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის განყოფილებამ უკვე დაიწყო ფუნქციონირება და ანალიტიკოსები ყოველდღიურ რეჟიმში, ახორციელებენ ავტოსაგზაო შემთხვევების მონიტორინგს და ანალიზს.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეფორმების შედეგად ესპანეთის სამეფომ, საბერძნეთის რესპუბლიკამ და ირლანდიამ საქართველოს მიერ გაცემული მართვის მოწმობები აღიარეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)