|
2024-11-26 14:16:18, 349 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - მხოლოდ გასულ წელს შსს-ს აკადემიის მიერ სხვადასხვა მიმართულებით 8 000-მდე სამართალდამცავი გადამზადდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება და სპეციალიზაცია ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგად, დამტკიცდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზების წესი და შემუშავდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია განავითარებს საგანმანათლებლო პროგრამებს და აკადემიის ბაზაზე დანერგავს საბაკალავრო პროგრამას, რაც სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთათვის უზრუნველყოფს, პროფესიულთან ერთად, აკადემიური განათლების მიღების შესაძლებლობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)