14:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 13:43:45, 429 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარსდგა.

გომელაურმა დეპუტატებს დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გააცნო  და აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით,  მდგომარეობა მკვეთრად  გაუმჯობესებულია.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, „სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია და წლების მიხედვით უმჯობესდება“.

„როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი დანაშაულის კლების სტატისტიკაა. შესაბამისად, პირველ რიგში სწორედ ამ კუთხით მიმდინარე ტენდენციებს მინდა გავუსვა ხაზი. სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია და წლების მიხედვით უმჯობესდება. მინდა, გამოვყო 6 კატეგორიის დანაშაული (განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა, ქურდობა ბინაში შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, ხულიგნობა). სტატისტიკა ადასტურებს, რომ  წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად  არის გაუმჯობესებული.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი ბოლო ოცი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალია და 64,87%-ს შეადგენს, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზეც საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს“,- განაცხადა გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics