13:16 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-22 13:41:19, 483 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - 23 ნოემბერს თსუ-სთან შევიკრიბებით იმისთვის, რომ ვარდების რევოლუციის 21-წლისთავი აღვნიშნოთ

ხვალ, 15:00 საათზე თსუ-სთან შევიკრიბებით იმისთვის, რომ ვარდების რევოლუციის 21-წლისთავი აღვნიშნოთ, როგორც მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემოქმედი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას დღეს არა თავისუფლებიდან, არამედ გისოსებიდან მიმართავს.

როგორც ბოკუჩავა აცხადებს, სააკაშვილის “ხმა თავისუფლების ჟინით არის გაჯერებული“.

“ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, 21 წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში მოიტანა გარდამტეხი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და რომელმაც მოგვცა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დაგვეტოვებინა ჩვენი საბჭოთა მემკვიდრეობა და წავსულიყავით წინ ევროპისკენ, რომლის სათავეშიც იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც სწორედ ვარდების რევოლუციის მიღწევების და მემკვიდრეობის გამო, დღეს საზოგადოებას მიმართავს არა თავისუფლებიდან, არამედ გისოსებს მიღმა, თუმცა მისი ხმა უფრო მკაფიოა, უფრო თავისუფლების ჟინით არის გაჯერებული, ვიდრე ოდესმე იქნება იმ ადამიანების, რომლებიც ემსახურებიან ივანიშვილის რუსულ მოღალატეობრივ საქმეს.

ასე რომ, მნიშვნელოვანია დღეა ხვალინდელი დღე. ხვალ, 15:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ვარდების რევოლუცია, როგორც მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც მოგვცა იმის გაკვეთილი, რომ ტოტალიტარიზმისგან, ავტოკრატიული მმართველობისგან, კორუფციისგან, გაჭირვებისგან ჩვენ ჩვენი თავის ხსნა მხოლოდ ჩვენი ბრძოლით შეგვიძლია. ეს იყო სწორედ ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ვარდების რევოლუციის დროს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილის ლიდერობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, თუმცა ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ დღესაც გვაქვს ჩვენ ეს ძალა, რომ ჩვენი ერთიანობით და ჩვენი ბრძოლით ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და დავუბრუნოთ ევროპული პერსპექტივა“,- განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics