|
2024-11-21 12:08:51, 366 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ბაქოში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი მინისტერიალზე “სოფლის მეურნეობის ინოვაციების მისია კლიმატისთვის“ (Agriculture Innovation Mission for Climate - AIM for Climate) სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტერიალი ამერიკის შეერთებული შტატებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ქალაქ ბაქოში გაიმართა. მათივე ინფორმაციით, მინისტერიალი აშშ-ის სოფლის მეურნეობის მდივანმა, (მინისტრი) ტომას ვილსაკმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კლიმატის ცვლილების და გარემოს მინისტრმა, ამნა ბინთ აბდულა ალ დაჰაკიმ გახსნეს. AIM for Climate მიზნად ისახავს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და კვებითი სისტემების მიმართულებით ინოვაციების და ინვესტიციების განხორციელების გზით კოლექტიური ჩართულობის მნიშვნელოვნად გაზრდას. როგორც ნინო თანდილაშვილმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სექტორზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად. აგრარული სექტორისთვის ადაპტაციური შესაძლებლობების გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში გამართულ მინისტერიალს “სოფლის მეურნეობის ინოვაციების მისია კლიმატისთვის“ 20-მდე ქვეყნის მაღალი რანგის დელეგატი ესწრებოდა.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)