|
2024-11-19 13:47:02, 420 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში, დიალიზის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებთან შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები იმართება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, სექტორის საჭიროებები მოისმინეს და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. "შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს. მინისტრის მოადგილის თეა გიორგაძის განცხადებით, სამინისტრო, აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმუშავებს და საკუთარ ხედვებს, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დარგობრივი კავშირის წარმომადგენლებს წარუდგენს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში პერმანენტულად იმართება შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან - უშუალოდ ბენეფიციარებთან, ჯანდაცვის სფეროს, სამედიცინო და სოციალური მომსახურებების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან. სამუშაო შეხვედრების მიზანია სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა და მომავალი წლის ბიუჯეტის საჭიროებების მიხედვით ფორმირება. ასევე - სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და მათი დაძლევის შესაძლო გზების განხილვა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)