|
2024-11-18 16:41:48, 1526 ნახვა
რეგიონი
„გასტრო ბათუმის“ ფარგლებში კულინარიული მასტერკლასები მიმდინარეობს
ბათუმში მეორე გასტრონომიული ფორუმი “გასტრო ბათუმი“ მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და შვეიცარიიდან ადგილობრივ მზარეულებს ხორცის, თევზისა და დესერტების მომზადების მასტერკლასს უტარებენ. მათივე ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში, აჭარაში მოქმედი სხვადასხვა რესტორნებისა და კვების ობიექტების მზარეულები უცხოელი კოლეგებისგან კერძების მომზადების თანამედროვე ტექნიკებს, სტანდარტებსა და გამოცდილებას ეცნობიან. “აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრონომიულ ფორუმს “გასტრო ბათუმი“ რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს. ფორუმის პირველ დღე ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა კულინარიის როლი ტურიზმის განვითარებაში და ქართული გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციები და გამოწვევები. სპიკერებს შორის იყო გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტი სებასტიან რიპარი, საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის FERRANDI Paris შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი, ასევე მსოფლიო მასშტაბით აღიარებული კონდიტერი ნიკოლა გერსოი და საერთაშორისო კულინარიის ექსპერტი ბერტრან ვალეჟა. ადგილობრივ სპიკერებიდან კი ფორუმში მონაწოლეობდა ბრენდ შეფი, მანუელ ფაუნდეს ბარანდა, წისქვილი ჯგუფის ბრენდ შეფი ალექსანდრე ნათაძე, სასტუმრო ბიზნესის ექსპერტი მაია წერეთელი, Gault&Millau საქართველოს დამფუძნებელი მია კუპრავა და რესტორანი ოცი-ს შეფ მზარეული და დამფუძნებელი გიორგი ნინუა. ფორუმის ფარგლებში ადგილობრივმა მზარეულებმა სტუმრებს აჭარული სამზარეულოს საჩვენებელი კულინარიული მასტერკლასი (6 COURSE მენიუს პრეზენტაცია და დაგემოვნება) შესთავაზეს. მათ შორის იყო ისეთი ტრადიციული აჭარული კერძები, როგორიცაა სინორი, ბორანო, იახნი და ქაფშია ტაღანაი. ასევე მომზადა უცხოელი მზარეულების მასტერკლასების ვიდეორეცეპტები, რომელთა ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმს ადგილობრივი შეფები, მზარეულები, რესტორატორები და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირები ესწრებოდნენ. “გასტრო ბათუმი“ 16 ნოემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)