|
2024-11-18 13:39:37, 354 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თბილისის მეტროსთვის საერთაშორისო სტანდარტების 97 ერთეული ვაგონის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლების პროექტის ფარგლებში, 15 ნოემბერს 97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტენდერი 2025 წლის 15 იანვარს გაიხსნება.
მისი თქმით, ვაგონების პირველი პარტიის მიღება დაგეგმილია 2026 წლის ბოლოდან.
მისივე თქმით, ახალი მატარებლები იქნება ე.წ. “გამჭოლი“ ვაგონებით; “ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზს, დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლის ნაცვლად, მოემსახურება 5-ვაგონიანი მატარებლები, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მგზავრთა მომსახურების ხარისხი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)