|
2024-11-18 13:38:48, 335 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის, სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და მათი დაძლევის შესაძლო გზების განხილვის მიზნით, დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, მორიგი შეხვედრა, ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებთან გამართეს. "ირინე წაქაძემ და გიორგი პატარიძემ, პროვაიდერებს, ბენეფიციარებისთვის სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით, სამინისტროს გეგმები გააცნეს. იმსჯელეს, დღეს არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ სამინისტრო, სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბიუჯეტის გადახედვაზე მუშაობს და ამ მიმართულებით, სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ხაზი გაესვა ბენეფიციართა უსაფრთხოების საკითხს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრების ციკლი სხვადასხვა სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან, ბენეფიციარებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)