10:57 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 09:35:52, 439 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი „ჰეზბოლას“ მთავარი პრესსპიკერის ლიკვიდაციას ადასტურებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ბეირუთში განხორციელებული ავიაიერიშის დროს "ჰეზბოლას" მთავარი პრესსპიკერის, მუჰამედ აფიფის ლიკვიდაცია განახორციელეს. ამის შესახებ  ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, აფიფი "კონტაქტში იყო მაღალჩინოსნებთან და უშუალოდ მონაწილეობდა ისრაელის წინააღმდეგ" "ჰეზბოლას" ტერორისტული მოქმედებების წინსვლასა და განხორციელებაში".

"აფიფის მიერ ლიბანური მედიისთვის გადაცემული შეტყობინებები ადიდებდა და ახალისებდა ტერორისტულ ქმედებებს ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ და ის პასუხისმგებელი იყო ისრაელის საზოგადოების წინააღმდეგ მრავალ ფსიქოლოგიურ ტერორისტულ ოპერაციაზე",- ნათქვამია თავდაცვის ძალების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics