16:43 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-17 12:57:46, 499 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - კირთაძეზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს დაშინების და შურისძიების მცდელობაა

სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დავით კირთაძეზე კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის დაშინების და შურისძიების მცდელობა ადამიანის მიმართ, რომელმაც გამოიჩინა გამბედაობა, რომ ეთქვა სიმართლე საზოგადოების სახელით გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირთაძემ თითოეული მოქალაქის სათქმელი თქვა, "ვისაც მოპარეს არჩევანი სწორედ გიორგი კალანდარიშვილის ხელით"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირთაძემ თითოეული მოქალაქის სათქმელი თქვა, ვისაც მოპარეს არჩევანი სწორედ გიორგი კალანდარიშვილის ხელით და მასზე სისხლის სამართლის აღძვრა მაშინ, როდესაც დაუსჯელები არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ ოპოზიციონერ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და მოქალაქეებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ კანონს, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის დაშინების და შურისძიების მცდელობა ადამიანის მიმართ, რომელმაც გამოიჩინა გამბედაობა, რომ ეთქვა სიმართლე საზოგადოების სახელით გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics