16:43 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-16 18:54:39, 552 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დღეს ცესკოში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია. ამ სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა. იფიქრეთ სანამ ღილაკს დააჭერთ. ამ ქვეყანაში სოცქსელები ბავშვებსაც აქვთ…", - წერს იუსტიციის მინისტრი.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა. მომხდარს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის სხვა მონაწილეებს შორისაც მოჰყვა. დაპირისპირება სხდომის დარბაზის გარეთ გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება კირთაძის წინააღმდეგ, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics