|
2024-11-16 13:19:07, 463 ნახვა
საზოგადოება
საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მე-3 მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებაში ტაქტიკური გადაადგილება, თავმოყრის რაიონისა და თავდაცვითი პოზიციების დაკავება განახორციელა. “სწავლების ფარგლებში მოიერიშე ელემენტმა დაბრკოლებათა ხაზი გაარღვია და პირობით მოწინააღმდეგეზე იერიში განახორციელა. ერთკვირიან საველე სიტუაციურ სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფებისგან უმაღლესი შეფასება მიიღეს. სწავლება მიზნად ისახავდა სამხედრო მოსამსახურეების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)