|
2024-11-15 20:44:17, 419 ნახვა
პოლიტიკა
ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გრძელდება - ვიდეო
სტუდენტები მსვლელობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდნენ. მოგვიანებით ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები დსხვა სტუდეტებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლეს. სტუდენტების ნაწილი თსუ-ს შენობაშია და მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ გაშლილი. ამ დროისთვის, ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია. პარალელურად, პროტესტის ერთ-ერთი კერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია. ახალგაზრდები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და სოლიდარობის ნიშნით უნივერსიტეტში ღამის გათენებას გეგმავენ. თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია მას შემდეგ, რაც პოლიციამ თსუ-ს სტუდენტები შენობაში არ შეუშვა. თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ჯგუფ “დაიტოვეს” წევრები მოვიდნენ. ადგილზე არიან რიგითი მოქალაქეებიც.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)