17:53 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-15 14:13:33, 412 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც “მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას “ტელეგრამ-არხი“ Respublica ავრცელებს.

მათი ცნობით, ე.წ. სხდომას 21 “დეპუტატი“ ესწრება, მოქალაქეები კი “სხდომის“ პარალელურად ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართვენ.

“ტელეგრამ-არხის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის ღობე შეანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ.

“სხდომა უნდა შედგეს და დეპუტატებმა საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოხსნან. სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, აქედან არსად წასვლას არ ვაპირებთ“,- განაცხადა ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics