|
2024-11-14 20:03:41, 466 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად, თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბილიკი ბააზოვის ქუჩას და თაბორის მთის ფერიცვალების მამათა მონასტერს აკავშირებს.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ლითონის კონსტრუქციის კიბე, მოაჯირები და განათების სისტემა, ასევე დამონტაჟდა კამერები. თბილისის პანორამული ხედის უკეთ დასათვალიერებლად და მოსასვენებლად ადგილზე მოეწყო ტერასები საქანელა სკამებით. "თაბორის მთის ფერიცვალების მამათა მონასტრის მიმდებარედ მოეწყო ღობეც. პროექტის ღირებულება ჯამში 1 388 000 ლარია. ტურისტული ბილიკის დათვალიერების შემდეგ, კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული ფირდოუსის ქუჩა დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო კომუნიკაციები, შეიცვალა გარე განათება და განახლდა ქვაფენილი. პროექტისთვის კრწანისის რაიონის გამგეობიდან დაახლოებით 380 000 ლარი გამოიყო. ადგილზე იმყოფებოდნენ კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)