18:57 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 00:23:37, 375 ნახვა

პოლიტიკა
ჯორჯო გორი - ქართველი ხალხი არის ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული

ქართველი ხალხი არის ერთ-ერთი  ყველაზე პროევროპული. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდასაჭერად  - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ჯორჯო გორიმ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

"ათასობით ქართველის ქუჩაში გამოსვლის კადრები, ევროპული დროშებით, რომლებმაც გააპროტესტეს ბოლო არჩევნების შედეგები, ადასტურებს, როგორ არის ქართველი ხალხი მიჯაჭვული ინტეგრაციაზე. ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად გამოეხატათ თავისი აზრი და დაფიქსირდა ბევრი დარღვევა. იყო ყალბი ნიუსების კამპანია. ამასობაში, მიღებულ იქნა ბევრი პრორუსული კანონი, როგორიც არის უცხოური აგენტების კანონი და ასევე ე.წ ოჯახური ფასეულობების დაცვის კანონი. რუსეთის ჩარევასთან ბრძოლა არის გადამწყვეტი. ქართველი ხალხი არის ერთ-ერთი  ყველაზე პროევროპული. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდასაჭერად, რათა ქართველებმა იცხოვრონ ქვეყანაში, რომელიც არის კორუფციისგან თავისუფალი", - განაცხადა ჯორჯო გორიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics