|
2024-11-12 14:37:18, 426 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები - წარსულია - სხვა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ქმედება რომ განეხორციელებინათ, პანღურებით გაყრიდნენ
ამ ტიპის განცხადებები და ქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვლაპარაკობთ,- ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროპული დელეგაციის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვიზალიბერალიზაციის თაობაზე. კალაძის თქმით, ეს არის პირდაპირი მოწოდებები, რათა ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის მომავლისთვის.
შეგახსენებთ, გუშინ, 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართეს. ევროპელ ლიდერებს შეხვედრაზე უარი უთხრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. გუშინვე, დელეგაციის წევრები პარლამენტის სასახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ და მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)