|
2024-11-12 12:44:38, 404 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ლიდერი - თუ ხელისუფლება დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, კოდორის ხიდი კვლავ გადაიკეტება
თუ ხელისუფლება დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, კოდორის ხიდი კვლავ გადაიკეტება,- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია TACC-ს განუცხადა. არძინბას თქმით, თუ „ხელისუფლება“ დანაპირებს არ შეასრულებს, მოსახლეობა ხიდის დაბლოკვას კვლავ აპირებს.
ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი რაულ ლოლუა კი ამბობს, რომ კოდორის ხიდი, რომელიც გადაკეტილი იყო, ამჟამად განბლოკილია.
ამ დრომდე გადაკეტილი რჩება ორი ხიდი - ზემო გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები. შეგახსენებთ, გასულ ღამეს, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში „საჯარო შეხვედრიდან“ დაბრუნებული „ოპოზიციის წევრების“ - ომარ სმირის, გარი კოკაისა, ალმასხან არძინბას, რამაზ ჯოპუასა და ასლან გვარამიას დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, აქციის მონაწილეები „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც მოგვიანებით ავტომობილით ჭიშკარი შეანგრიეს. აქციის მონაწილეებმა სოხუმისკენ მიმავალი 3 ძირითადი არტერია - გუმისთის, ქვედა გუმისთისა და კოდორის ხიდებიც გადაკეტეს. მოგვიანებით, „ოპოზიციასა“ და „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს შორის კოდორის ხიდზე დაპირისპირება მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)