|
2024-11-12 11:42:44, 389 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის „ოპოზიციასა“ და „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს შორის კოდორის ხიდზე დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კოდორის ხიდზე „ოპოზიციის“ მხარდამჭერებსა და „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ტელეგრამ-არხი" RESPUBLICA ავრცელებს. ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა "ოპოზიციის" რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა. კერძოდ, არსებული ცნობებით, გუდაუთაში „საჯარო შეხვედრიდან“ დაბრუნებული „ოპოზიციონერები“ - ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, აქციის მონაწილეები „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც მოგვიანებით ავტომობილით ჭიშკარი შეანგრიეს. აქციის მონაწილეებმა სოხუმისკენ მიმავალი 3 ძირითადი არტერია - გუმისთის, ქვედა გუმისთისა და კოდორის ხიდებიც გადაკეტეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)